ნეიმარის მამა თავიში შვილის პსჟ-ში გადასვლას ნანობს

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივო" ირწმუნება, რომ პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.

გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელის მამა, რომელიც მისივე აგენტიცაა, სისტემატურად ეკონტაქტება "ბარსას". ის უკანასკნელ ხანს ხუთჯერ შეხვედრია კატალონიელებს.

მას უთქვამს, რომ თავის შვილს შეცდომა დაუშვია, როდესაც გუნდი გამოიცვალა, ამის გამო იმედგაცრუებულია და ნანობს.

ამჟამად ბლაუგრანა ნეიმარის ზაფხულში დაბრუნების შესაძლებლობას სწავლობს.

ნეიმარი "პარი სენ ჟერმენმა" 2017 წლის აგვისტოში 222 მილიონ ევროს შეიძინა, ამ სეზონში კი მან 21 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დიდი შეცდომა დაუშვა ნეიმარმა, მაგრამ “ბარსა მეტია ვიდრე კლუბი” და თუ აღიარებს დანაშაულს იქნებ აპატიონ მართლაც და დააბრუნონ :)) მე პირადად როგორც ბლაუგრანას ფანს ძალიან გამიხარდება ერთ-ერთი უმაგრესი ფეხბურთელის დაბრუნება, რომელსაც ბარსას წარმატებაში, ტრებლის მოგებაში, წვლილი მიუძღვის და ასევე იმ დიდებულ ისტორიულ მატჩში როგორიცაა 6:1 პსჟ-ს განადგურება რომელიც ვფიქრობ არავის არ დაავიწყდება :** ამას რომ თავი დავანებოთ ისეთი დიდებული ტრიო აღსდგება რომელიც თითქმის მთელმა მსოფლიომ საუკეთესოდ აღიარა MSN (მესი სუარესი ნეიმარი) მაგრამ ნეიმარზე ფულზე მეტად მამამისმა მოახდინა ზეგავლენა სამწუხაროდ :(( ვნახოთ რამოხდება
T.k
11 იანვარი 2019 23:36
0
მაშინ ხო არ ნანობდა მთელ გუნდს, რომ აუმხედრდა და ხელფასის მომატებისთვის, რომ აშანტაჟებდა? ბარსას გულშევატკივარი ვარ, მაგრამ ამას თუ დააბრუნებენ - თავში ქვაც უხლიათ და ასე ფიქრობს ბევრი...
ლევანი
11 იანვარი 2019 21:01
3
ეტყობა ნეის აღარ უნდა, მბაპეს ჩრდილ ქვეშ ყოფნა და იფიქრა ჯობია ისევ მესის ჩრდილქვეშ ვიყოო.
გია
12 იანვარი 2019 12:27
2
ძალიანაც მიქარაკოუტინიომ ლივერპულიდან წამოსვლა ხეხოს ეხლა სკამი ღირსია.
კახა
12 იანვარი 2019 15:25
1
მე პირადად მომხრე ვარ, რომ გადმოვიდეს. ეხლა გვიღალატა თუ არა ეს, უკვე წარსულს ჩაბარდა. იცით რასა ვგრძნობ? ვინც იძახის, რომ არ მინდა ნეიმარის დაბრუნება, გულში ყველას უნდა, რომ დაბრუნდეს და ამიტომ არ გვინდა ეს მოჩვენებითი ვითომ "გაბრაზება". ერთადერთი რაც ნამდვილად არ მინდა და თუ ნეის დაბრუნება მოხდება, კოუტინიო შეეწიროს, ძაან კარგი ფეხბურთელია ფილიპე და ვერ ვიგებ რატომ არ ათამაშებს ვალვერდე, ამ მართლაც და ძლიერ ფეხბურთელს. სკამზე ჯდომით ფეხბურთელს, უცრუვდება გული თამაშზე და მერე უკვირთ, რატომ არ არის ფორმაშიო. ან საერთოდ ამდენი ფეხბურთელების ყიდვა რა საჭიროა ვერ ვიგებ, თუ სკამისთვი იმეტებ ბოლოს.
სოსო
12 იანვარი 2019 12:17
0
და მამა რომელია ამ ფოტოზე...???
reali
12 იანვარი 2019 08:20
0
რომელია მეგობარო და თავგადახოტრილი შავი ჰალსთუხით
T.k
12 იანვარი 2019 13:36
0

სიახლეები პოპულარული