"მუნდო დეპორტივო" ირწმუნება, რომ პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.
გამოცემის მტკიცებით, ფეხბურთელის მამა, რომელიც მისივე აგენტიცაა, სისტემატურად ეკონტაქტება "ბარსას". ის უკანასკნელ ხანს ხუთჯერ შეხვედრია კატალონიელებს.
მას უთქვამს, რომ თავის შვილს შეცდომა დაუშვია, როდესაც გუნდი გამოიცვალა, ამის გამო იმედგაცრუებულია და ნანობს.
ამჟამად ბლაუგრანა ნეიმარის ზაფხულში დაბრუნების შესაძლებლობას სწავლობს.
ამჟამად ბლაუგრანა ნეიმარის ზაფხულში დაბრუნების შესაძლებლობას სწავლობს.
ნეიმარი "პარი სენ ჟერმენმა" 2017 წლის აგვისტოში 222 მილიონ ევროს შეიძინა, ამ სეზონში კი მან 21 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.