ა, კაცი! - ბლასჟიკოვსკიმ "ვისლას" 300 ათასი ასესხა და მის რიგებში უფასოდ ითამაშებს

AutoSharing Option
33 წლის პოლონელმა ნახევარმცველმა იაკუბ ბლასჟიკოვსკიმ "ვოლფსბურგი" დატოვა და თავის ყოფილ გუნდში, კრაკოვის "ვისლაში" გადაწყვიტა ითამაშოს, რომელიც ერთობ რთულ ფინანსურ სიტუაციაშია.

კლუბს ჩემპიონატში ასპარეზობის ლიცენზია ჩამოართვეს და თუ 16 იანვრამდე დავალიანებას არ დაფარავს, არ აღუდგენენ.

ბლასჟიკოვსკიმ მისი დახმარება გადაწყვიტა - 300 ათასი ევრო ასესხა და მზადაა მუქთად ითამაშოს.

"ვისლა" 20 ტურის შემდეგ 29 ქულით ჩემპიონატზე მე-8 ადგილზეა.

ბლასჟიკოვსკი ამ გუნდის ღირსებას 2005-2007 წლებში იცავდა და შემდეგ გადავიდა "დორტმუნდში".

მას პოლონეთის ნაკრებში 103 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ლევანდოვსკის მოუკლა მგონი ბლასჟიკოვსკის არა
ზურა
10:03 14-01-2019
0
კარგი კაცი ხარ შენ,კუბა!
0

სიახლეები პოპულარული