ლა მანშის კუნძულ გერნსის პოლიციამ დაადასტურა, რომ დაკარგული თვითმფრინავის ძებნა, რომელზეც "კარდიფის" ახალწვეული ემილიანო სალა იმყოფებოდა, დილამდე შეჩერებულია.
თვითმფრინავი რადარებიდან ნორმანდიის კუნძულებთან რთული მეტეოროლოგიური პირობებისას გაქრა.
ადრე იუწყეს, რომ თვითმფრინავის პილოტმა კუნძულ გერნსიზე დაჯდომის უფლება ითხოვა, როდესაც 1.5 ათასი მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, ხოლო 700 მეტრის სიმაღლეზე მასთან კავშირი გაწყდა.
ფეხბურთელის ყოფილი კლუბის, "ნანტის" გულშემატკივრები შეიკრიბნენ და სტადიონთან ყვავილები მიიტანეს.