მარეკ ჰამშიკი კარიერას ჩინეთის "დალიან ინფანში" გააგრძელებს

AutoSharing Option
Sky Sport Italia-ს ცნობით, 31 წლის სლოვაკმა ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა ჩინეთის "დალიან ინფანთან" გააფორმა კონტრაქტი.

ჰამშიკს 3-სეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმეს, ტრანსფერში კი "ნაპოლიმ" ბონუსების გარეშე 15 მილიონი ევრო მიიღო.

მას წლიურ გასამრჯელოდ 3 მილიონი დაუნიშნეს.

მარეკი ნეაპოლურ გუნდში 2006 წლიდან ასპარეზობდა, ამ სეზონში კი სერია A-ს 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ის გუნდის რეკორდსმენია ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების მიხედვით და სლოვაკეთის ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების მაჩვენებლით (108).

მან ეროვნულ გუნდში 22 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირს, რობერტ ვიტეკს 1 გოლით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული