"იუვენტუსის" თავდამსხმელის რონალდოს დედამ, მარია დოლორეს ავეირუმ 34 წლის ამერიკელი მოდელის, კეტრინ მაიორგას ბრალდებაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც მის შვილს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
"მე ჩემს შვილში დარწმუნებული ვარ. ის გოგონა კრიშტიანოს სასტუმროში ბანქოს სათამაშოდ კი არ წაჰყვა. იმიტომ წაჰყვა, რათა "რაღაც გაეკეთებინა". მე ჩემს შვილს ვიცნობ", - განუცხადა დოლორესმა Correio da Manhã-ს.
მაიორგას ახლა გაახსენდა, რომ 2009 წელს რონალდომ თითქოს ლოს ანჟელესში გააუპატიურა და იმისათვის, რომ ეს ამბავი არ გაეხმაურებინა, 2010 წელს 375 ათასი ევრო მიიღო.