უეინ რუნიმ ისევ დაიწყო ლოთობა და მეძავებთან სიარული და მისი მეუღლე ინგლისში დაბრუნებას აპირებს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ისევ დაიწყო ლოთობა, ამჯერად ბარმენ ქალთან ვიკი როსიეკთან.

შრეკი "დი სი იუნაიტედთან" ერთად ვაშინგტონიდან ფლორიდაში გაფრინდა, მისი მეუღლე კოლინი კი ოთხ ბავშთან ერთად დედაქალაქში დარჩა.

ქმრის ახალი თავგადასავლების შესახებ მან ინტერნეტით შეიტყო და როდესაც უკან დაბრუნდა, რამდენიმე დღე სახლში არ უშვებდა.

კოლინი თურმე, ძალიან გაბრაზებული იყო, უეინი კი ეფიცებოდა, რომ იმ ქალთან არაფერი საერთო არ ჰქონდა.

კოლინს თანამეცხედრის ფიცისა არ სჯერა და ბავშვებთან ერთად ინგლისში აპირებს დაბრუნებას, რაც უეინის "რეპუტაციიდან" გამომდინარე, გასაკვირი სულაც არაა.

altუეინ რუნი 28 მილიონად სახლს აშენებს
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული