ფაბიო კაპელო: ლეო მესი ფეხბურთელი არაა, რონალდო - მაღვიძარაა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ თავდამსხმელები ლეო მესი, რონალდო და ანტუან გრიზმანი დაახასიათა.

"მესი ფეხბურთელი არაა, ის გენიოსია, ერთადერთი გენიოსია მსოფლიოს ფეხბურთში. მსოფლიოს ჩემპიონი იმიტომ ვერ გახდა, რომ არ შეიძლება ეს ტურნირი მარტომ მოიგო.

რონალდომ "იუვენტუსში" სხვა ფეხბურთელები გამოაღვიძა და მათ თამაშის გაუმჯობესებაში დაეხმარა. ეს ამ გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რადგან კრიშტიანო სხვებისთვის სამაგალითოა. აშკარაა, ძალიან უნდა "იუვენტუსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგოს.

გრიზმანი ძალიან ჭკვიანი და საინტერესო ფეხბურთელია. ძალიან სახიფათოა, ვინაიდან გუნდზე ბევრს მუშაობს და გოლები გააქვს. "ატლეტიკოს" გაუმართლა, რომ მისი შენრჩუნება
მოახერხა", - განუცხადა კაპელომ "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთ რამეში დარწმუნებული ვარ კრიშტიანო რომ არგენტინელი იყოს მსოფლიო ჩემპიონობას ნაკრებს ერთხრელ მაინც მოაგებინებდა.ეტყობა მარტო გენიოსობა არ ყოფნის.საჭიროა ლიდერობა,ხასიათი,ჟინი,პატრიოტიზმი,თავდადება რომელიც უხვად ქონდათ პელესა და მარადონას და ახლა აქვს რონალდუს.
ჩემი აზრით.........
14:12 19-02-2019
17
ფაბიო კაპელომ რა სთქვა ახალი მესიზე, ვითომ არ ვიცით, რომ ფეხბურთის გენიოსია!!! ნაკრებში, რომ ყოლოდა ლეოს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც აუბავდნენ მხარს თამაშში, გამორიცხულია მესის დაეთმო მსოფლიო თასი.
გია1
10:39 19-02-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული