არგენტინელს ეროვნულ გუნდში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აღარ უთამაშია. მისი ნაკრები ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთთან (3:4) მარცხის შემდეგ გამოეთიშა.
როგორც გამოცემა Al Akhbar-ი იუწყება, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ იმისთვის, რომ შეხვედრაში მონაწილეობა ლიონელ მესიმ მიიღოს, მაროკოს სამი პირობა წაუყენა:
- მაროკოს ნაკრების ფეხბურთელებმა არგენტინელის წინააღმდეგ არ უნდა იუხეშონ;
- მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა მესისთან ფოტოები არ უნდა გადაიღონ.
- არ უნდა იყოს ცნობილი, რომელ სასტუმროში დაბინავდება არგენტინის ნაკრები.
არგენტინის ფეხბურთის
ფედერაცია პირობას დებს, რომ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, ლიონელ მესი მოედანზე მინიმუმ 60 წუთს გაატარებს.
მაროკოსა და არგენტინის ნაკრებების მატჩი 26 მარტს გაიმართება.