მწვანე ქუჩის ხულიგნები - შოტლანდიაში ფანი მოედანზე შევარდა და კაპიტნისკენ გაიწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შოტლანდიის ჩემპიონატის 29-ე ტურში, "ჰიბერნიანსა" და "რეინჯერსს" (1:1) შორის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

"რეინჯერსის" მცველსა და კაპიტანს, ჯეიმს ტავერნიეს მეტოქე გუნდის ფანი პირდაპირ მოედანზე მიუვარდა.

ტავერნიე ბურთისკენ მიემართებოდა, რომელიც გვერდითი ხაზის მიღმა იყო. უეცრად ტრიბუნებიდან ფანი გამოვარდა, ბურთს ფეხი მიარტყა და მცველს ხელი ჰკრა. ჯეიმსი ვალში არ დარჩენილა და ფეხბურთელსა და ფანს შორის გაწევ-გამოწევა გაიმართა.

სტიუარდებმა მალევე შეძლეს ფანის დაკავება და მოედნიდან გაყვანა.

"ჰიბერნიანის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლინ დემპსტერმა პირობა დადო, რომ ხულიგანს მკაცრად დასჯიან. მისი თქმით, ყველა ხულიგანს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის
ფეხბურთელებს, კლუბის თანამშრომლებს ან სხვა ფანებს, "ჰიბერნიანის" სტადიონზე შესვლა აეკრძალება ან შესაბამისი სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე დაისჯება.

ამ დროისთვის "რეინჯერსი" 59 ქულით შოტლანდიის პრემიერლიგაში მეორე ადგილს იკავებს. ლიდერი კი "სელტიკია", რომელსაც 66 ქულა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს. "ჰიბერნიანს" 42 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხელი კი არა,ალიყური უნდა ეკრა ისეთი,რომ სტადიონის გზა მთელი სიცოცოხლის მანძილზე დავიწყებოდა.მაგისთანები, მხოლოდ ასე იგებენ გაკვეთილებს.
სოსო
16:00 09-03-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული