მარადონა: არგენტინელები მესით ვამაყობთ, მაგრამ რონალდო მხეცია

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ რონალდოს "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში შესრულებულ ჰეთ-თრიკზე გააკეთა კომენტარი.

"არიან ფეხბურთელები, რომელთაც თითქოს ჯადოსნური ჯოხით შეეხნენ.

ეს მართალია, ჩვენ, არგენტინელები ვამაყობთ, რომ მესი არგენტინის ნაკრებში თამაშობს და არა ესპანეთის ნაკრებში.

თუმცა, რონალდო მხეცია. მხეცი, ახლა კი ჯადოქარი: თქვა, სამ გოლს გავიტანო და მართლა გაიტანა.

რონალდოს განსაკუთრებული ნახტომი აქვს. სამი გოლიდან ორი თავით გაიტანა", - ციტირებს მარადონას "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ქართველი 1-ს: როცა ვინმეს სიტყვებს იშველიებ და მათ ბრჭყალებში სვამ, მეტი სიზუსტეა საჭირო. ვაჟას ეგ სიტყვები შემდეგნაირად ჟღერს: ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი.
ვაჟას თაყვანისმცემელი
04:52 15-03-2019
1
მესიმ აღიარა რონალდომ ჯადოსნური მატჩი ჩაატარაო და მარადონას რას ეცით.კრიშტიანოს რომ ფეხბურთის დღესასწაულების მოწყობა შეუძლია ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება.მარტო შარშან იუვეს ფანებმა რომ ოვაცია მოუწყვეს მაკრატელას შემდეგ ასეთი რამე არც მინახავს და არც გამიგია.
მსოფლიო ჩემპიონი მარადონა ყოველთვის წინ იქნება.
11:44 14-03-2019
6

სიახლეები პოპულარული