მარადონა: არგენტინელები მესით ვამაყობთ, მაგრამ რონალდო მხეცია

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ რონალდოს "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში შესრულებულ ჰეთ-თრიკზე გააკეთა კომენტარი.

"არიან ფეხბურთელები, რომელთაც თითქოს ჯადოსნური ჯოხით შეეხნენ.

ეს მართალია, ჩვენ, არგენტინელები ვამაყობთ, რომ მესი არგენტინის ნაკრებში თამაშობს და არა ესპანეთის ნაკრებში.

თუმცა, რონალდო მხეცია. მხეცი, ახლა კი ჯადოქარი: თქვა, სამ გოლს გავიტანო და მართლა გაიტანა.

რონალდოს განსაკუთრებული ნახტომი აქვს. სამი გოლიდან ორი თავით გაიტანა", - ციტირებს მარადონას "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
მესისტებო მარადონაც ხვდება დაუჯერეთ
ვახო
22:39 13-03-2019
20
გაიგეთ რომ მარადონამ თითქმის მარტომ მსოფლიო მოიგო.საშუალო გუნდთან ნაპოლისთან ერთად ჯერ იტალია მოიგო,მერე ევროპის თასი.ამ დროს ბარსა ყოველწლიურად 300 მილიონს ხარჯავს ფეხბურთელების შესაძენად,რაც მესის მაგრად უადვილებს თამაშს.გადავიდეს ნაპოლიში მესი და მიაღწიოს ასეთ წარმატებას და მერე ვილაპარაკოდ.აღარაფერს ვამბობ ნაკრებზე სადაც სრული კატასტროფაა.
პელე
10:54 14-03-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული