ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოსა და "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის თამაში შეაფასა.
"რონალდო გამორჩეული ფეხბურთელია, მესი კი გენიოსია. ფეხბურთში სამი გენიოსი არსებობს: პელე, მარადონა და მესი. რონალდო ძალიან ძლიერია, ვინაიდან გუნდს ყველაფრის მოგებაში ეხმარება, მაგრამ მესი გენიოსია.
როდესაც მესი პირველად დავინახე, ის 16 წლის იყო და მისმა თამაშმა გამაოცა. ის აკეთებდა ყველაფერს, რასაც ახლა აკეთებს, ოღონდ 20 წლით უფრო ახალგაზრდა იყო, იმიტომ, რომ გენიოსად დაიბადა.
რონალდომ საკუთარი თავი ჩემპიონად აქცია, მაგრამ არა გენიოსად", - განაცხადა კაპელომ.