კაპელო: რონალდომ საკუთარი თავი ჩემპიონად აქცია, მაგრამ არა გენიოსად

AutoSharing Option
ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოსა და "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის თამაში შეაფასა.

"რონალდო გამორჩეული ფეხბურთელია, მესი კი გენიოსია. ფეხბურთში სამი გენიოსი არსებობს: პელე, მარადონა და მესი. რონალდო ძალიან ძლიერია, ვინაიდან გუნდს ყველაფრის მოგებაში ეხმარება, მაგრამ მესი გენიოსია.

როდესაც მესი პირველად დავინახე, ის 16 წლის იყო და მისმა თამაშმა გამაოცა. ის აკეთებდა ყველაფერს, რასაც ახლა აკეთებს, ოღონდ 20 წლით უფრო ახალგაზრდა იყო, იმიტომ, რომ გენიოსად დაიბადა.

რონალდომ საკუთარი თავი ჩემპიონად აქცია, მაგრამ არა გენიოსად", - განაცხადა კაპელომ.

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
გენიოსი იმიტომ არის გენიოსი, რომ გენიოსია ! - ფაბიო ჯაჭვლიანი
semi
17:49 14-03-2019
1
ორივე უდიდესი ფეხბურთელია ამაზე ორი აზრი არ არის. მესი უფრო შემოქმედია და მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე უფრო ლამაზი სანახავია მისი თამაში, თან ბარსაში თამაშობს რომელიც ყველა კლუბისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. რონალდო ფაქტიურად უნაკლოა, დარტყმა, მოტყუება, პასი, თავით თამაში, ძალიან ბევრი პლიუსი აქვს. მე ორივე უძლიერეს ფეხბურთელად მიმაჩნია. გემოვნების საკითხია ვის ვინ უფრო მოწონს.
zaza
17:59 14-03-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული