შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა შემადგენლობა დაასახელა და თბილისში გამარჯვებას იმედოვნებს

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ევრო 2020 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის საქართველოსთან და დანიასთან 23 ფეხბურთელს უხმო.

ტრავმების გამო ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარებიან ედმილსონ ფერნანდესი, კევინ მბაბუ და ჰარის სეფეროვიჩი. სამაგიეროდ მწყობრში ჩადგნენ მანუელ აკანჯი, ბრილ ემბოლო, სტეფან ლიხტშტაინერი, ადმირ მეჰმედი და ფაბიან შერი.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ორშაბათიდან მთელი ძალით ვარჯიშს დავიწყებთ. ორი მეტად რთული შეხვედრა გველის. სრულად ვიქნებით კონცენტრირებულნი და ვეცდებით ორივე შეხვედრა მოვიგოთ. ამ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი 23 ფეხბურთელი გამოვიძახე", - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შვეიცარიის ნაკრები თბილისში 21
მარტს შემდეგი შემადგენლობით გამოემგზავრება:

მეკარეები: ივონ მვოგო (ლეიპციგი), ჯიონას ომლინი (ბაზელი), იან სომერი (გლადბახი)

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი), ნიკო ელვედი (გლადბახი), ტიმ კლოზე (ნორვიჩი), მიხაელ ლანგი (გლადბახი), სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი), რიკარდო როდრიგესი (მილანი), ფაბიან შერი (ნიუკასლი)

ნახევარმცველები: კრისტიან ფასნაჰტი (იანგ ბოიზი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი), რენატო  სტეფენი (ვოლფსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), დენის ზაკარია (გლადბახი), სტევენ ცუბერი (შტუტგარტი)

თავდამსხმელები: ბრილ ემბოლო (შალკე), შერდან შაჩირი (ლივერპული), ადმირ მეჰმედი (ვოლფსბურგი), ალბიან აჯეტი (ბაზელი), მარიო გავრანოვიჩი (ზაგრების დინამო)

გუნდის კაპიტანი ლიხტშტაინერი იქნება.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 34 /
ki namdvilad kargi nakrebia magram mtavaria chvenma bichebma agresiulad itamashon arc yvitlebs moeridon da arc chexvas bolomde unda ibrdzolon da shedegic iqneba. oqri sul ugundod rom iyos mainc bolomde ibrdzolebs. cudia chakvetadze rom ar iqneba. lideroba ki chemi azrit yvelaze metad janos gamosdis tu tramva ar aqvs tavdajerebulia da es gundzec moqmedebs. irlandiis damarcxeba ki namdvilad shegvidzlia tu fizika gveyo.
gio
16 მარტი 2019 03:49
0
კიდევ რაგინდათ!?
Biannkoneri
15 მარტი 2019 22:16
0
შესაშური მონდომების იმედად ვართ...
333
16 მარტი 2019 13:02
0
ამ ორ თამაშში 2 ქულაც რო ავიღოთ (მოდით სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ) ვაღიაროთ ძალიან კარგი შედეგი იქნება. სხვაც ბევრი ფრე გაგორდება ამ ჯგუფში და ბოლო სამ თამაშს რო აზრი არ აქვს ჩვენთვის არასდროს - ასე ამ ჯგუფში არ იქნება. მთავარია ვიბრძოლოთ ამ თამაშებში თუნდაც ფრეებისთვის!
წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
ბასკი
16 მარტი 2019 12:59
1
შევეცდები ვაისის 11 გამოვიცნო. ლორია, დვალი(მარცხნივ)-კვერკველია- კაშია- კაკაბაძე, კანკავა კვეკვესკირი, ჯანო- ყაზაიშვილი მერებაშვილი, ქვილითაია. P.S ნუ მე ზარანდიას დავაყენებდი მაგრამ არამგონია ასე ქნას.
11
16 მარტი 2019 13:42
2
Tu vinme ambobs, rom gundi gvyavso, aq unda gamochndes. Aba farerebi da yazaxeti sazomi araa. Wesit arc shveicaria unda iyos sazomi ambiciuri gundistvis.
Rezo
15 მარტი 2019 23:41
8
dagvaxeven tavze burts dacvashi dgoma da bolo tutebze shetevebi, dzalian dzlieri afrikelebi kavt shalke ligaze magatma gaikvanes.
AKITAS
15 მარტი 2019 22:35
16
და რატო უნდა დავიხიოთ? აი ეს პესიმიზმი არ მესმის:) მაგიტომაც დაახია მართლაც შალკეს თავზე ბურთი სიტიმ. თუ ველოსიპედის გამოგონებას არ დაიწყებს ვაისი და შევუტევთ აქეთ დავახევთ.
ანესთეზეოლოგი
15 მარტი 2019 22:51
5
არ ფიქრობს ეგ კაცი არანაირ შეტევაზე, თორემ ზარანდიას არ დატოვებდა. ჭანტურიშვილს შეუძლია ბურთის დაჭერა, ოქრის ბოლო 20 წუთი თუ ათამაშებს. მე 5 ნახევარმცველით ვითამაშებდი, კანკავა-პარუნაშვილი, ჯანო და ფლანგებზე ლობჟანიძე-ზარანდია, 1 თავდამსხმელი, ამ შემთხვევაში გაიტანდა გოლს, ახლა არ ვიცი ვის დააყენებს, მარჯვენა ფლანგი დირკაა, უთამაშებელ მერებას ზარანდია არ სჯობს?ვნახოთ.
ვასო
16 მარტი 2019 11:37
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული