შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა შემადგენლობა დაასახელა და თბილისში გამარჯვებას იმედოვნებს

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ევრო 2020 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის საქართველოსთან და დანიასთან 23 ფეხბურთელს უხმო.

ტრავმების გამო ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარებიან ედმილსონ ფერნანდესი, კევინ მბაბუ და ჰარის სეფეროვიჩი. სამაგიეროდ მწყობრში ჩადგნენ მანუელ აკანჯი, ბრილ ემბოლო, სტეფან ლიხტშტაინერი, ადმირ მეჰმედი და ფაბიან შერი.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ორშაბათიდან მთელი ძალით ვარჯიშს დავიწყებთ. ორი მეტად რთული შეხვედრა გველის. სრულად ვიქნებით კონცენტრირებულნი და ვეცდებით ორივე შეხვედრა მოვიგოთ. ამ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი 23 ფეხბურთელი გამოვიძახე", - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შვეიცარიის ნაკრები თბილისში 21
მარტს შემდეგი შემადგენლობით გამოემგზავრება:

მეკარეები: ივონ მვოგო (ლეიპციგი), ჯიონას ომლინი (ბაზელი), იან სომერი (გლადბახი)

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი), ნიკო ელვედი (გლადბახი), ტიმ კლოზე (ნორვიჩი), მიხაელ ლანგი (გლადბახი), სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი), რიკარდო როდრიგესი (მილანი), ფაბიან შერი (ნიუკასლი)

ნახევარმცველები: კრისტიან ფასნაჰტი (იანგ ბოიზი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი), რენატო  სტეფენი (ვოლფსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), დენის ზაკარია (გლადბახი), სტევენ ცუბერი (შტუტგარტი)

თავდამსხმელები: ბრილ ემბოლო (შალკე), შერდან შაჩირი (ლივერპული), ადმირ მეჰმედი (ვოლფსბურგი), ალბიან აჯეტი (ბაზელი), მარიო გავრანოვიჩი (ზაგრების დინამო)

გუნდის კაპიტანი ლიხტშტაინერი იქნება.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 34 /
აუცილებლად წავაგებთ. ჭ კლასის ლიგა რო მივიგეთ მაგან არ მოგატყუოთ. ისევ ჭ კლასი ვართ, ქვეყანა სადაც ბავშვთა ფეხბურთი 0 დონეზეა. აგერ მე და აგერ თქვენ ვისაც მოგების გჯერათ
Gochma
16 მარტი 2019 10:33
13
სერბეთი რო ჩამოვიდა ის თამაში უნდა მოგვეგო,მაგრამ ჩვენ წავაგეთ სერბეთმა კი არ მოგვიგო. შემადგენლობით იგივე დონის გუნდია შვეიცარია,მაგრამ დისიპლინით უფრო მაღალ დონეზეა. ჩვენ თუ მოვინდომეთ და ვიბრძოლეთ არ წავაგებთ მინიმუმ და დაცვაში ჩაწოლაც არ ივარგებს. გამოჩნდება ვაისი რა მწვრთნელიცაა ამ გუნდებთან თამაში
გოგა
16 მარტი 2019 09:55
0
მოდი რეალურად შევხედოთ! შვეიცარია ძლიერი გუნდია, თვით გრანდებს უჭირთ მაგათთან თამაში და არც შემთხვევითია რომ ათეულში არიან! მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე უნდა იბრძოლონ,აგრესიულად, ცოტა საფეხბურთო იღბალიც გვინდა და მოგებაც შეიძლება. მიდით ბიჭებო! დაამტკიცეეთ რომ ფეხბურთის თამაში ჩვენც შეგვიძლია! წინ მოგებისთვის! გაახარეთ გულშემატკივრები!დროა დაუბრუნოთ საქართველოს ძველი დიადი სახელი!
კახა
16 მარტი 2019 08:42
1
ეჰ, ნეტარ არიან მორწმუნენი... იმედი მაინც ვიქონიოთ, სხვა რა გზა გვაქ
bs
16 მარტი 2019 13:22
3
უნდა გადაახიო ამათ ბურთი თავზე
dato
16 მარტი 2019 06:11
0
ერთი რამ არ მესმის - ჩაკვეტაძემ თუ ითამაშა ბელგიაში და ნორმალურად იქნება, სიის განახლება და მისი დამატება არ შეიძლება?

ჩაკვეტაძით მოვიგებთ! უჩაკვეტაძოთ წავაგებთ! სკამზე ჩაკვეტაძით ფრე იქნება!
გადასარევი გიორგი
16 მარტი 2019 03:57
9
ki namdvilad kargi nakrebia magram mtavaria chvenma bichebma agresiulad itamashon arc yvitlebs moeridon da arc chexvas bolomde unda ibrdzolon da shedegic iqneba. oqri sul ugundod rom iyos mainc bolomde ibrdzolebs. cudia chakvetadze rom ar iqneba. lideroba ki chemi azrit yvelaze metad janos gamosdis tu tramva ar aqvs tavdajerebulia da es gundzec moqmedebs. irlandiis damarcxeba ki namdvilad shegvidzlia tu fizika gveyo.
gio
16 მარტი 2019 03:49
0
სუსტებთან გამარჯვებით ცაზე დავფრინავთ სიხარულით; საშუალო სიძლიერის გუნდებთან კი შეხვედრამდე უკვე ჩასვრილი გვაქვს; ან მხოლოდ სუსტებს ვეთამაშოთ და მუდამ ვიხაროთ; ან ვიბრძოლოთ ბოლომდე უშიშრად! თუ არადა,საერთოდ არა ყოფილა ჩვენთვის სპორტის ეს სახეობა და შევეშვათ.
gio
16 მარტი 2019 02:03
2
შვეიცარია საშვალო სიძლიერის გგონია? ეს სპორტი შენთვის არაა. აი ირლანდია კი ნამდვილად საშუალო დონეა და აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, შვეიცარიასთან მოგება კი ნამდვილად გვჭირდება და ბიჭებმა მაგისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ წინ ბიჭებო არ შეგეშინდეთ ეგენიც ფეხბურთელები არიან და იღლებიან.ღმერთი ჩვენსკენ.
roma bejanidze
16 მარტი 2019 12:23
2
ძალიან ძლიერი გამართული გუნდია ცალსახად, საშუალოზე მაღალი კლასის ფეხბურთელებით.

მთავარია მაქსიმუმი გავიღოთ და ღირსეულად ვითამაშოთ. ადრეც დავწერე რომ შვეიცარიის დამარცხებისთვის საჭირო იყო ჩაკვეს ანანიძის და ოქრის კარგ ფორმაში ყოფნა.სამწუხაროდ არ გამოვიდა,მაგრამ მაინც უნდა ვიბრძოლოთ მითუმეტეს საკუთარ კედლებში.

წარმატებები!!!
თორნიკე
16 მარტი 2019 01:41
3
უთამაშებელი ოქრიაშვილის, ახალ ტრამვამოშუშებული ჯანოს და არ მყოფი ჩაკვეტაძის პირობებში ვინ დაიჭერს ბურთს ვერ წარმომიდგენია. წინ ნაკლებად გვაქვს შანსი. გოლი თუ არ გავუშვით ჩავთვლი რომ
მაგრად გაგვიმართლა. ყველაზე გულდასაწყვწტი ისაა რომ ამათთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს. სრული
შემადგენლობით გვექნებოდა შანსი მგონია და ეხლა რომ დაგვიჭირეს ამ დასუსტებული შემადენლობით...
დაცვა თუ გვიშველის
16 მარტი 2019 00:07
3
ეს ტამაში ქარტველებმა უნდა მოიგოს ანანდემ უნდა გაუტანოს 2ბურტი მჯერავს ასე იკნება საქრტველო მოიგებს 2-0ს
ramazi
16 მარტი 2019 00:02
2
ვინ ანანდემ კაცო ვიშვანათანმა?დდდდ
Ff
16 მარტი 2019 01:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული