შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა შემადგენლობა დაასახელა და თბილისში გამარჯვებას იმედოვნებს

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ევრო 2020 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის საქართველოსთან და დანიასთან 23 ფეხბურთელს უხმო.

ტრავმების გამო ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარებიან ედმილსონ ფერნანდესი, კევინ მბაბუ და ჰარის სეფეროვიჩი. სამაგიეროდ მწყობრში ჩადგნენ მანუელ აკანჯი, ბრილ ემბოლო, სტეფან ლიხტშტაინერი, ადმირ მეჰმედი და ფაბიან შერი.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ორშაბათიდან მთელი ძალით ვარჯიშს დავიწყებთ. ორი მეტად რთული შეხვედრა გველის. სრულად ვიქნებით კონცენტრირებულნი და ვეცდებით ორივე შეხვედრა მოვიგოთ. ამ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი 23 ფეხბურთელი გამოვიძახე", - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შვეიცარიის ნაკრები თბილისში 21
მარტს შემდეგი შემადგენლობით გამოემგზავრება:

მეკარეები: ივონ მვოგო (ლეიპციგი), ჯიონას ომლინი (ბაზელი), იან სომერი (გლადბახი)

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი), ნიკო ელვედი (გლადბახი), ტიმ კლოზე (ნორვიჩი), მიხაელ ლანგი (გლადბახი), სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი), რიკარდო როდრიგესი (მილანი), ფაბიან შერი (ნიუკასლი)

ნახევარმცველები: კრისტიან ფასნაჰტი (იანგ ბოიზი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი), რენატო  სტეფენი (ვოლფსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), დენის ზაკარია (გლადბახი), სტევენ ცუბერი (შტუტგარტი)

თავდამსხმელები: ბრილ ემბოლო (შალკე), შერდან შაჩირი (ლივერპული), ადმირ მეჰმედი (ვოლფსბურგი), ალბიან აჯეტი (ბაზელი), მარიო გავრანოვიჩი (ზაგრების დინამო)

გუნდის კაპიტანი ლიხტშტაინერი იქნება.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 34 /
ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენი ნაკრებიც არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, ამათზე ძლიერი გუნდიც დაგვიმარცხებია, კარგი იყო ზარანდია, რომ ეთამაშებინა ერთი ტაიმი მაინც.
x.x
16 მარტი 2019 18:07
0
ერთი რამ არ მესმის - ჩაკვეტაძემ თუ ითამაშა ბელგიაში და ნორმალურად იქნება, სიის განახლება და მისი დამატება არ შეიძლება?

ჩაკვეტაძით მოვიგებთ! უჩაკვეტაძოთ წავაგებთ! სკამზე ჩაკვეტაძით ფრე იქნება!
გადასარევი გიორგი
16 მარტი 2019 03:57
9
ძალიან ძლიერი გამართული გუნდია ცალსახად, საშუალოზე მაღალი კლასის ფეხბურთელებით.

მთავარია მაქსიმუმი გავიღოთ და ღირსეულად ვითამაშოთ. ადრეც დავწერე რომ შვეიცარიის დამარცხებისთვის საჭირო იყო ჩაკვეს ანანიძის და ოქრის კარგ ფორმაში ყოფნა.სამწუხაროდ არ გამოვიდა,მაგრამ მაინც უნდა ვიბრძოლოთ მითუმეტეს საკუთარ კედლებში.

წარმატებები!!!
თორნიკე
16 მარტი 2019 01:41
3
ისე რო შევხედოთ ძან სუსტი ნაკრები არ გვყავს. მაგასაც თავისი მიზეზები აქვს ჩვენი ფეხბურთელები რატო არ ხვდებიან უკეთეს კლუბებში. ჩვენ რამოდენიმე ფეხბურთელს შეუძლია გერმანის იტალიის ესპანეთის და ინგლისის საშვალო გუნდებში თამაში.
დავით
16 მარტი 2019 11:19
0
უთამაშებელი ოქრიაშვილის, ახალ ტრამვამოშუშებული ჯანოს და არ მყოფი ჩაკვეტაძის პირობებში ვინ დაიჭერს ბურთს ვერ წარმომიდგენია. წინ ნაკლებად გვაქვს შანსი. გოლი თუ არ გავუშვით ჩავთვლი რომ
მაგრად გაგვიმართლა. ყველაზე გულდასაწყვწტი ისაა რომ ამათთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს. სრული
შემადგენლობით გვექნებოდა შანსი მგონია და ეხლა რომ დაგვიჭირეს ამ დასუსტებული შემადენლობით...
დაცვა თუ გვიშველის
16 მარტი 2019 00:07
3
ეს ტამაში ქარტველებმა უნდა მოიგოს ანანდემ უნდა გაუტანოს 2ბურტი მჯერავს ასე იკნება საქრტველო მოიგებს 2-0ს
ramazi
16 მარტი 2019 00:02
2
ვინ ანანდემ კაცო ვიშვანათანმა?დდდდ
Ff
16 მარტი 2019 01:18
0
კარგია სეფეროვიჩი რომ არ ეყოლებათ
anti
15 მარტი 2019 21:52
0
როგორც ფრანგები იტყოდენ შავი და თეთრი აბანოში გამოჩნდებაო.ისე რისი იმედი გაქვთ ყველა ქართველი ფეხბურთელი მეორეხარისხოვან გუნდებში თამაშობს ზოგიც უგუნდოდაა.როგორ ფიქრობთ რუსეთის გუნდებში რომ შეცვლაზე გამოჰყავთ იმ ფეხბურთელებს შვეიცარიის დამარცხება შეუძლია?
აზრზე მოდით
16 მარტი 2019 11:39
8
აუცილებლად წავაგებთ. ჭ კლასის ლიგა რო მივიგეთ მაგან არ მოგატყუოთ. ისევ ჭ კლასი ვართ, ქვეყანა სადაც ბავშვთა ფეხბურთი 0 დონეზეა. აგერ მე და აგერ თქვენ ვისაც მოგების გჯერათ
Gochma
16 მარტი 2019 10:33
13
უნდა გადაახიო ამათ ბურთი თავზე
dato
16 მარტი 2019 06:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული