France Football-მა საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" და კატალონიური "ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი რინუს მიხელსი ჟურნალმა "ფრანს ფუტბოლმა" საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

პირველ სამეულში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი და "მილანის" ყოფილი მწვრთნელი არიგო საკი მოხვდნენ.

რეიტინგის შედგენისას ყურადღება კლუბებთან ერთად მწვრთნელების მიღწევებს, მათ მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას, პირად თვისებებს, კარიერის ხანგრძლივობასა და ფეხბურთზე მოხდენილ გავლენას ეთმობოდა.

მოქმედი სპეციალისტებიდან პირველ ათეულში მხოლოდ ორი მწვრთნელი მოხვდა - პეპ გვარდიოლა ("მანჩესტერ სიტი") და კარლო ანჩელოტი ("ნაპოლი").

საუკეთესო საკლუბო მწვრთნელების პირველი ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1.
რინუს მიხელსი
2. ალექს ფერგიუსონი
3. არიგო საკი
4. იოჰან კრუიფი
5. პეპ გვარდიოლა
6. ვალერი ლობანოვსკი
7. ელენიო ერერა
8. კარლო ანჩელოტი
9. ერნსტ ჰაპელი
10. ბილ შენკლი

რაც შეეხება სხვა მოქმედ მწვრთნელებს, ჟოზე მოურინიო - მე-13, ზინედინ ზიდანი - 22-ე, იურგენ კლოპი - 27-ე, დიეგო სიმეონე - 31-ე, არსენ ვენგერი - 32-ე, მარსელო ბიელსა - 48-ე, ანტონიო კონტე კი - 49-ე ადგილზე მოხვდა.

სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მომზადებულია francefootball.fr-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძოძუაშვილი რატო არაა ?
rrr
03 მარტი 2020 11:29
0
ყველა დასახელებული მწვრთნელი პატივისცემის ღირსია, მაგრამ სადაა ჰელმუტ შიონი? მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოვერატისა და ნეტცერის გუნდი-მანქანის შემქმნელი? და კიდევ: საკის ადგელზე ერერას დავაყენებდი.
მერაბ გ.
20 მარტი 2019 10:29
0
ზოგადად France Football-ი ძალიან სუბიექტური გამოცემაა. როგორ შეიძლევა ვისენტე დელ ბოსკე იყოს 33 ადგილზე როცა კაცმა 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი და უამრავი ტიტული მოიგო. სირცხვილიც აღარაა ასეთი რეიტინგი. მინიმუმ ხუთეულში მაინც უნდა იყოს.
superman
19 მარტი 2019 14:59
0
თან დელბოსკეს რეალი ყველაზე ლამაზად თამაშობდა
gio
19 მარტი 2019 22:04
0
ზიდანს დიდ პატივს ვცემ, როგორც ნებისმიერი ფეხბურთის მოყვარული,მაგრამ ჯერ მის სტილზე და ტაქტიკურ-სტრატეგიულ ნიჭზე საუბარი მგონი ცოტა ნაადრევია. აი ბიელსა რომ 49-ზეა ეს ძალიან უცნაურია. სტილზე და გავლენაზე თუ ვსაუბრობთ, ტიკი-ტაკა ბიელსას შვილია და მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არ მომწონს, მისი ეფექტურობა და გავლენა ფეხბურთზე უდავო იყო.
შეტევა
19 მარტი 2019 14:08
1
Ggg
Jordan Beli
19 მარტი 2019 12:34
0
ვერ ვიგონებ ვიქტორ მასლოვმა რა მოიგო. ნოდარ ახალკაცზე მეტი რით იყო?
Geo_Dinamo
19 მარტი 2019 12:19
0

სიახლეები პოპულარული