"ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" ნამატჩევს მერსისაიდული გუნდის მწვრთნელის იურგენ კლოპის შესახებ ისაუბრა.
"კლოპის "ბაიერნის" მწვრთნელობა მისი კარიერის მწვერვალი იქნებოდა. ის განსაკუთრებული მწვრთნელია.
როდესაც "დორტმუნდში" მუშაობდა, გერმანელებს დაუმტკიცა, თუ რას ნიშნავდა სწრაფად თამაში. ის ამას რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებით ახერხებდა.
შემდეგ ბევრმა მისი სტილი გადაიღო. იურგენი ძალიან წარმატებული და მიმზიდველი იყო".
იმედია მალე გერმანიის ნაკრებში ვიხილავ