"ბელგიელი ჯო ჰარტი" - კურტუას რუსეთთან დაშვებული შეცდომის გამო დასცინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბელგიამ საკუთარ მოედანზე რუსეთი მიიღო და 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის მე-16 წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ, ბელგიელთა მეკარე ტიბო კურტუამ უპატიებელი შეცდომა დაუშვა, ბურთი დროულად არ მოიგერია და საჯარიმოს წინ დენის ჩერიშევს ჩააბარა, რომელმაც ცარიელ კარში გადაგზავნა და ანგარიში გაათანაბრა.

კურტუას შეცდომას მაშინვე გამოეხმაურნენ - ზოგმა "ბელგიელი ჯო ჰარტი" უწოდა, ზოგმა კი "ლივერპულის" ყოფილ მეკარეს, ლორის კარიუსს შეადარა.

"ტიბო კურტუა აგრძელებს იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის" - ასე ეხმაურება Goal.com-ი ბელგიელი მეკარის
შეცდომას.

Sportall.Ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამას რეალში რა უნდა არ მესმის, ნავასი ორი თავით ჯობია ამას.
გგ
13:39 22-03-2019
2
კი გამიკვირდა რუსებმა ამათ როგორ გაუტანესთქო:)
გოგა
15:23 22-03-2019
0

სიახლეები პოპულარული