პორტუგალიისა და უკრაინის ნაკრებების მატჩის წინ ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდა კრიშტიანო რონალდოსა და ერთ-ერთ გულშემატკივარს შორის სახალისო დიალოგი მოხდა.
გულშემატკივარმა 34 წლის ფორვარდს მადრიდის "რეალის" მაისურზე ავტოგრაფის დატოვება სთხოვა.
კრიშტიანომ მაისურზე ხელი მოაწერა და გულშემატკივარს ჰკითხა: "იუვენტუსის" მაისური არ გაქვს?".
შეგახსენებთ, რომ რონალდო 2009-2018 წლებში "რეალის" ღირსებას იცავდა, გასული წლის ზაფხულში კი "იუვენტუსში" 112 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.