
სერია B-ს 30-ე ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „ბრეშა“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი კვერნაძემ ამ მატჩში ანგარიში მე-16 წუთზე ლამაზი გოლით გახსნა. კვერნაძე 67-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში flashscore-მ 7.5 ქულით შეაფასა, Sofascore-მ კი 7.2-ით. მიმდინარე ტურნირზე ქართველის ანგარიშზე 25 შეხვედრაში 3 გოლია.
„ფროზინონემ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ბოლო 6 დაპირისპირებაში მარცხი არ განუცდია, 33 ქულით მე-12 ადგილზეა და 29 მარტს „სამპდორიას“ ესტუმრება.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - ბრეშა 2:1
გოლები: 1:0 კვერნაძე (16), 1:1 მონჩინი (42), 2:1 გაჯემისი