24 მარტს, ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში რუსეთის ნაკრებმა სტუმრად ყაზახეთს 4:0 მოუგო.
პირველ ტურში ყაზახეთმა შოტლანდიას 3:0 სძლია, რუსეთი კი ბელგიასთან 1:3 დამარცხდა და ამ შეხვედრას ყაზახეთის დედაქალაქში, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის საპატივცემულოდ ნურსულთანი დაარქვეს, დიდი ინტერესით ელოდნენ.
თუმცა, მასპინძელთა იმედები არ გამართლდა. პირველ ტაიმში დმიტრი ჩერიშევმა დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი 2:0 დააწინაურა. მან რუსეთის ეროვნულ გუნდში ბოლო 10 შეხვედრაში 9-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
აღსანიშნავია, რომ მეორე გოლისას რუსეთის ნაკრების თავდამსხმელი არტიომ ძიუბა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა ეს ვერ დააფიქსირა.
შესვენების შემდეგ ყაზახები ძიუბამაც დაამწუხრა (ყველა ტურნირზე 1 308-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა), 64-ე წუთზე კი აბზალ ბეისებეკოვმა გაუტანა თავის მეკარეს გოლი.
30-ე წუთზე ტრავმირებული იური ლოგვინენკოს ნაცვლად შეცვლაზე იან ვოროგოვსკი შევიდა, რომელიც მატჩის პროტოკოლშო არ იყო შეყვანილი.
ნურსულთანი. "ასტანა არენა"
ყაზახეთი - რუსეთი 0:4
გოლები: 0:1 ჩერიშევი (19), 0:2 ჩერიშევი (45), 0:4 ბეისებეკოვი (64)