ლიონელ მესი: შვილმა მკითხა, რატომ სურთ არგენტინაში ჩემი მოკვლა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ არგენტინულ რადიო Club Octubre-სთან ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა.

მესის თქმით, მისი შვილი ძალიან განიცდის, როდესაც უარყოფით გამოხმაურებებს კითხულობს.

"რთულია, ჩემი შვილი ხშირად უყურებს ვიდეობს Youtube-ზე. მკითხა, რატომ სურთ არგენტინაში ჩემი მოკვლა. თუმცა, მე წინსვლას ვაგრძელებ. ისევ მსურს, ეროვნულ გუნდთან ერთად რაიმე მოვიგო. ყველა მნიშვნელოვან მატჩში მონაწილეობას ვაპირებ. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს (2014) მივაღწიეთ. ეს მარტივი არ არის. ბრაზილიაში "მუნდიალი" რომ მოგვეგო, დღეს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მცირე დეტალების გამო დავმარცხდით.

არგენტინის ნაკრების მწვრთნელებს მე არ ვარჩევ. ასეთი
აზრი ხშირად მესმის და ამის მოსმენა რთულია. ლიონელ სკალონს ძლიერი და სოლიდური გუნდის გაკეთება სურს, რომელიც არ გაანიავებს შანსებს, დაცვაში კარგად ითამაშებს და უბურთოდ თამაშსაც მოახერხებს.

ამ მომენტში ეროვნულ გუნდში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს, თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ. თუ გსურს, რომ კონკურენტუნარიანი იყო, ამას მოედანზე უნდა მიაღწიო და ამისთვის ბევრი მუშაობა გვჭირდება.

ბევრ ფეხბურთელს გუნდში მხოლოდ 7-8 შეხვედრა აქვს ჩატარებული, თუმცა შეგვიძლია ძლიერები გავხდეთ, რადგან ამის პოტენციალი გვაქვს", - უთხრა ლიონელ მესიმ არგენტინულ რადიოს.

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრები ორჯერ დატოვა: პირველად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მარცხის შემდეგ, მეორედ კი 2018 წლის "მუნდიალიდან" გამოვარდნის შემდეგ, თუმცა 22 მარტს გუნდში დაბრუნდა და ვენესუელასთან წაგებულ (1:3) მატჩში მიიღო მონაწილეობა.

altპაპი ფრანცისკე ლიონელ მესიზე: თეორიულად ეს მკრეხელობაა, ამის თქმა არ შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 2 /
როდესაც ერთი გუნდი მეორესთან თანაბარ თამაშში ერთი ბურთით აგებს, რა თქმა უნდა მცირე დეტალებშია საქმე.
1
"მვირე დეტალებს" რას უძახის ეს კაცი?
ჩემი აზრით ამით ამტკიცებს, რომ მაგარი ტექნიკური კი არის, ლამის ჯადოქარი, მაგრამ ტაქტიკასა და ზოგადად ფეხბურთზე წარმოდგენა არა აქვს
28

სიახლეები პოპულარული