ნეიმარი: მაგარი გუნდი გვყავდა, ძალიან მენატრება "ბარსელონა"

AutoSharing Option
პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა აღიარა, რომ "ბარსელონასადმი" ნოსტალგიას განიცდის.

"2015 წელს მაგარი სეზონი ჩავატარეთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავდა - მოედანზეც და მის გარეთაც. განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა. ძალიან მენატრება ის დრო", - განაცხადა ნეიმარმა Otro-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ნეიმარი "ბარსელონამ" "სანტოსისგან" 2013 წელს 88.2 მილიონ ევროდ შეიძინა, 4 წლის შემდეგ კი პსჟ-მ მისი კონტრაქტი 222 მილიონად გამოისყიდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამი გადარეული, სამი გიჟი ფეხბურთელი! ეჰ მართლა რა კარგი იყო თქვენი ყურება, მაგრამ რას ვიზამთ ეს ოხერი ფული, როგორც იტყვიან ნეიმარ, ჯოჯოხეთსაც ანათებსო.
გია1
12:58 05-04-2019
1

სიახლეები პოპულარული