ედენ აზარი "რეალში" გადადის - მადრიდში სახლის შესარჩევად ჩავა

AutoSharing Option
"მარკა" ირწმუნება, რომ ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველის ედენ აზარის "რეალში" გადასვლა გადაწყვეტილია.

გამოცემის მტკიცებით, მხარეებმა ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს და ფეხბურთელი მალე მადრიდში სახლის შესარჩევად ჩავა.

აზარი "ჩელსიმ" "ლილისგან" 2012 წელს 35 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

"მე არ მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა, რადგან სეზონი გრძელია და არავინ არ იცის რა მოხდება. ყოველთვის ვაფასებდი აზარს. ჯერ კიდევ იმ დროიდან ვაკვირდებოდი, როდესაც საფრანგეთში თამაშობდა. ფანტასტიკური ფეხბურთელია", - განაცხადა "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული