იაია ტურე: ლეო მესი უცნაური პერსონაჟია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა იაია ტურემ თავდამსხმელ ლეო მესიზე ისაუბრა, რომელთან ერთადაც კატალონიურ გუნდში 2007-2010 წლებში თამაშობდა.

"როდესაც მესი ბურთს იღებს, მის გარშემო 3 ან 4 ფეხბურთელია. ის სულ სხვა დონისაა. ფეხბურთზეა კონცენტრირებული და ბევრს არ ლაპარაკობს. ლეო ნებისმიერი მოთამაშისათვის იდეალური პარტნიორია, თუმცა უცნაური პერსონაჟია, მისი მსგავსები ძალიან ცოტანი არიან.

როდესაც მესის გვერდით ვარჯიშობ, მასთან ადაპტირები, ის კი შენთან ადაპტირდება. ის გუნდს ტურნირების მოგებაში ეხმარება", - ციტირებს ტურეს "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 2 /
გენია!
El Comentator
13 აპრილი 2019 18:37
1
იაია ტურე! მართალი ხარ, მესი ხო არის და არის ბრწყინვალე ფეხბურთელი, მაგრამ ხალხს თავისი ამ უცნაური ხასიათითაც შეაყვარა თავი. მე პირადად ძალიან მიყვარს ასეთი ადამიანები, რომლებიც ბევრს არ ლაპარაკობენ, თან ცოტათი ჩაკეტილებიც არიან და ყვითელ პრესასაც, არ აძლევენ საბაბს, რომ მათზე ოჭორავონ.
გია1
13 აპრილი 2019 10:37
0

სიახლეები პოპულარული