ერევანში "არარატის" 23 წლის მეკარე მოკლეს

AutoSharing Option
ერევანში სროლისას "არარატის" დუბლების 23 წლის მეკარე მუშეგ გევონდიანი დაიღუპა.

გევონდიანი და კიდევ ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ფეხბურთელის გადარჩენა კი ექიმებმა ვერ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს ტყვიის რამდენიმე მასრა. მიმდინარეობს გამოძიება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული