"ფიორენტინას" მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ თავდამსხმელებზე - რონალდოსა (იუვენტუსი) და ლეო მესიზე (ბარსელონა) გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
იყო შანსი, რონალდოს მწვრთნელი ვყოფილიყავი. ამაზე მაშინ ვლაპარაკობდით, როდესაც "მილანში" ვმუშაობდი, მაგრამ ამისი არასოდეს არ მჯეროდა.
რონალდო თუ მესი? მათ კარგი ურთიერთდაპირისპირება აქვთ. რონალდო გასაოცრად მუშაობს, ეს ყველაფერში მისი ორიენტირია. მესის ანომალიური ტალანტი აქვს, ყველას ასე არ უმართლებს", - ციტირებს მონტელას ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.