პოლ პოგბამ თანაგუნდელებს გაუმხილა, რომ "რეალში" სურს გადასვლა

AutoSharing Option
"ეკიპი" ამტკიცებს, რომ "მანჩესტერის" ნახევარმცველ პოლ პოგბას "რეალში" უნდა გადასვლა.

ამის შესახებ მან თანაგუნდელებს უთხრა. პოგბას კონტრაქტი "მანიუსთან" 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გაგრძელებაზე უარს აცხადებს.

პოგბა უკმაყოფილოა იმით, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონობისთვის ვერ იბრძვის და შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ გავიდეს. თუ "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, მაშინ ის უეჭველად დატოვებს გუნდს.

პოგბას ხელფასი "მანჩესტერში" 17 მილიონი ევროა და ეს შეიძლება მის ტრანსფერში პრობლემა გახდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული