გიორგი წიტაიშვილი უკრაინულ კლასიკოზე: მოსაგებად დრო არ გვეყო

AutoSharing Option
19 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი თანდათან ფეხს იკიდებს კიევის "დინამოს" პირველ გუნდში. მან დუბლებში "შახტართან" მოგებული მატჩი (3:0) შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში გახსნა, 24 აპრილს კი ამავე გუნდების ძირითადი შემადგენლობის შეხვედრაში (0:0 დასრულდა), რომელსაც დედაქალაქის "ილიმპიისკის" სტადიონზე 41 383 მაყურებელი დაესწრო, 54-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. თამაშის დასრულების შემდეგ წიტაიშვილს მცირე ინტერვიუ კლუბის საიტმა ჩამოართვა.

- გიორგი, ადვილი მატჩი არ იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არ ეყო "დინამოს" გამარჯვებისთვის?
- უბრალოდ დრო. მეტოქის ფეხბურთელები ან ეცემოდნენ ან ბურთს სადღაც შორს იგერიებდნენ, პენალტის
შესრულებას 2 წუთი მოუნდნენ...

- ფრე თქვენი გუნდისთვის საუკეთესო შედეგი არაა?
- უნდა მოგვეგო. თქვენ ნახეთ, რომ მოწინააღმდეგემ ვერაფერი ვერ გააკეთა, მეორე ტაიმში არ იცოდნენ როგორ ეთამაშათ. უკვე ფრეზე თამაშობდნენ, ჩვენ კი რაც შეიძლება მეტი მომენტის შექმნას ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვივიდა.

- მატჩის დასასრულს მეკარე ბოიკომ გადაგარჩინათ...
- დიახ, დარწმუნებული ვიყავი, რომ დენისი თერთმეტმეტრიანს აიღებდა, წინ დავდექი, რათა ბურთი ჩემთვის გადმოეგდო.

- შეხვედრის დასასრული ემოციური გამოვიდა. თქვენ როგორ თვლით?

- დიახ, ეს ხომ უკრაინული კლასიკოა და თან გიჟური ემოციები ახლავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული