კრიშტიანო რონალდომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი შეიძინა [PHOTO]

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი შეიძინა.

გამოცემის მტკიცებით, Bugatti-ს La Voiture Noire-ის მოდელში რონალდომ 11 მილიონი ევრო გადაიხადა.

ამ მანქანის ძრავას 1 500 ცხენის ძალა აქვს და ავტომობილს 420 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

თუმცა ფეხბურთელი მანქანას მხოლოდ 2021 წელს ჩაიბარებს, რადგან მხოლოდ იმ დროისთვის იქნება მზად.

ეს Bugatti-ს La Voiture Noire-ის მანქანის ერთადერთი ეგზემპლარი იქნება.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
აი რას უშვება ადამინს ადამიანობის დაკარგვა! ამ სირს ამდენ ფულს რაში უხდიან, ფეხბურთში?! ფუუ... ამ სამართალს და დასავლურ ცხოვრების წესს რა ვუთხარი?!
aburjga
12:50 01-05-2019
17
კრიშტიანოს ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის იმიტომ რომ სადაც კი მონაწილეობს ყველგან ზეიმს აწყობს.
მფრინავი კრიშტიანო
12:18 01-05-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული