"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი შეიძინა.
გამოცემის მტკიცებით, Bugatti-ს La Voiture Noire-ის მოდელში რონალდომ 11 მილიონი ევრო გადაიხადა.
ამ მანქანის ძრავას 1 500 ცხენის ძალა აქვს და ავტომობილს 420 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.
თუმცა ფეხბურთელი მანქანას მხოლოდ 2021 წელს ჩაიბარებს, რადგან მხოლოდ იმ დროისთვის იქნება მზად.
ეს Bugatti-ს La Voiture Noire-ის მანქანის ერთადერთი ეგზემპლარი იქნება.