რობინ ვან პერსიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მან ბოლო შეხვედრა 12 მაისს, "ფეიენოორდის" რიგებში, "დენ ჰააგის" წინააღმდეგ გამართა, რომელიც მისი გუნდის დამარცხებით (0:2) დასრულდა.

35 წლის ფორვარდს სხვადასხვა დროს "ფეიენოორდში", ლონდონის "არსენალში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ფენერბახჩეში" უთამაშია.

მან ჰოლანდიის ნაკრებთან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მისი გუნდი ესპანეთთან 0:1 დამარცხდა.

ეროვნული ნაკრების რიგებში რობინ ვან პერსის ანგარიშზე 102 ჩატარებულ მატჩში 50 გატანილი გოლია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მისმა გუნდმა ჰოლანდიასთან როგორ წააგო? თვითონ ჰოლანდიელია )))
აბსურდი.
14:20 13-05-2019
1

სიახლეები პოპულარული