რონალდომ 1 მილიონად "ახალი სათამაშო" შეიძინა

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა რონალდომ თავისი ავტომობილების კოლექცია შეავსო.

"სანის" ცნობით, კრიშტიანომ McLaren Senna დაახლოებით 1 მილიონ ევროდ შეიძინა.

ამ მანქანას ფორმულა 1-ის ლეგენდარული ბრაზილიელი მრბოლელის აირტონ სენას საპატივცემულოდ მისი სახელი დაარქვეს.

ავტომობილი 659 ცხენის ძალის მქონეა - მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ჯანდაბად უნდა ანდენი მანქანები. ფულების მონები.
ფუი
15:01 27-05-2019
0
კრიშტიანო რომ მოვლენაა ყველა სფეროში ფაქტია.ქველმოქმედება,ნათესავებისთვის,ძმაკაცებისთვის დიდი ეკონომიური მხარდაჭერა,ბიზნესი,ულამაზეს ქალებში გულაობა,საუკეთესო მანქანები,ყველაზე საუკეთესი თვითმფრინავი,მოკლედ გამორჩეული ვიპ პერსონაა.პორტუგალიელი ხალხის დიდი სიყვარული.არაფერს ვამბობ ფეხბურთზე,ყველაზე მეტი გატანილი ბურთ ჩ.ლ.-ზე,ნაკრებში გატანილი გოლებით მესის 30 ბურთით უსწრებს. განსაკუთრებით ბოლო 6 წელიწადშია გამორჩეული.4ჯერ ჩ.ლ-ის მოგება,ევროპის ჩემპიონატის მოგება.ატლეტიკოსთან იფრინა,შარშან იუვესთან 2,5 მეტრზე აფრინდა მაკრატელა გაიტანა და სტადიონმა ოვაცია მოუწყო.ასეთი არავის გაუკეთებია.ნამდვილი მოვლენაა.
მფრინავი კრიშტიანუ
10:16 27-05-2019
3

სიახლეები პოპულარული