ანალიტიკურმა კომპანია Opta Sports-მა იტალიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო არ შეიყვანა.
რონალდომ თავის პირველ იტალიურ სეზონში ჩემპიონატში 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზე გავიდა.
მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი)
მცველები: ჟოაო კანსელუ (იუვენტუსი), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი), ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალეკსანდარ კოლაროვი (რომა)
ნახევარმცველები: ალეხანდრო გომესი (ატალანტა), მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი), ფაბიან რუისი (ნაპოლი)
თავდამსხმელები: იოსიპ ილიჩიჩი, დუვან საპატა (ორივე ატალანტა), დრის მერტენსი (ნაპოლი)