RAC1: "ბარსელონა" ნეიმარის დაბრუნებაზე პსჟ-სთან აწარმოებს მოლაპარაკებას

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი შესაძლოა, "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

რადიო RAC1-ის ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ცნობით, "ბარსელონა" "პარი სენ ჟერმენთან" ნეიმარის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

"ბარსა" მზადაა, ტრანსფერში ფორვარდი უსმან დემბელე ჩართოს.

ჟურნალისტის მტკიცებით, მოლაპარაკება ახლახან დაიწყო და პარიზულ კლუბს ბრაზილიელი ლეგიონერის გასხვისება არ სურს.

თუმცა, თავად ფეხბურთელს უნდა "ბარსელონაში" დაბრუნება და ამას კატალონიური გუნდის წამყვანი ფეხბურთელები და მათ შორის, მისი ლიდერი ლეო მესი მიესალმებიან.

ნეიმარი "ბარსელონას" ღირსებას 2013-17 წლებში იცავდა, ხოლო შემდეგ პსჟ-მა 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

დემბელე კი "ბლაუგრანამ" 105 მილიონად იყიდა და
"დორტმუნდში" მისი მწვრთნელი პსჟ-ის ამჟამინდელი თავკაცი თომას ტუხელი იყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გატუზოს სიტყვები გამახსენდა, შევჩენკომ როცა ჩელსიდან მილანში დაბრუნება გადაწყვიტა, ერთხელ ხომ მიჰქარა ჩელსიში რომ გადავიდაო, ახლა უარეს შეცდომას უშვებსო, ეს ტინგიცა მყვინთავი, შორს გამყიდველები ბარსასგან.
29 მაისი 2019 12:20
2
გატუზო ავტორიტეტი არაა და ნეიმარია ავტორიტეტი? გატუზო მსოფლიო ჩემპიონია, ლიგის ორგზის გამატჯვებულია, სერია ა-ს ბევრგზის ჩემპიონია, რაც მთავარია-კაცია, ახლა ნეიმარი შეადარეთ იგივე თანმიმდევრობით და რაც შეგრჩებათ ხელში, აუცილებლად დააკომენტარეთ, ნეიმარი მოლოდ დაასუსტებს ბარსას, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ითამაშებს ნახევარ სეზონს, მერე ტრავმას მიიღებს და სდიე კუდში... მაგას ჯობია პიონტეკი ან მბაპეზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი
30 მაისი 2019 16:44
1
რომელი ავტორიტეტი გატუზო გვყვავს, რომ მაგის ბრძნულ აზრს დავეთანხმოთ? მაგან ჩხუბის მეტი არაფერი არ იცის.
10
29 მაისი 2019 13:18
1
ყველა გამოხმაურება
ძალიანაც კარგი მივესალმები ნეის დაბრუნებას ორივე ხელით!!!!
გია1
29 მაისი 2019 10:41
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული