RAC1: "ბარსელონა" ნეიმარის დაბრუნებაზე პსჟ-სთან აწარმოებს მოლაპარაკებას

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი შესაძლოა, "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

რადიო RAC1-ის ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ცნობით, "ბარსელონა" "პარი სენ ჟერმენთან" ნეიმარის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

"ბარსა" მზადაა, ტრანსფერში ფორვარდი უსმან დემბელე ჩართოს.

ჟურნალისტის მტკიცებით, მოლაპარაკება ახლახან დაიწყო და პარიზულ კლუბს ბრაზილიელი ლეგიონერის გასხვისება არ სურს.

თუმცა, თავად ფეხბურთელს უნდა "ბარსელონაში" დაბრუნება და ამას კატალონიური გუნდის წამყვანი ფეხბურთელები და მათ შორის, მისი ლიდერი ლეო მესი მიესალმებიან.

ნეიმარი "ბარსელონას" ღირსებას 2013-17 წლებში იცავდა, ხოლო შემდეგ პსჟ-მა 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

დემბელე კი "ბლაუგრანამ" 105 მილიონად იყიდა და
"დორტმუნდში" მისი მწვრთნელი პსჟ-ის ამჟამინდელი თავკაცი თომას ტუხელი იყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გატუზოს სიტყვები გამახსენდა, შევჩენკომ როცა ჩელსიდან მილანში დაბრუნება გადაწყვიტა, ერთხელ ხომ მიჰქარა ჩელსიში რომ გადავიდაო, ახლა უარეს შეცდომას უშვებსო, ეს ტინგიცა მყვინთავი, შორს გამყიდველები ბარსასგან.
2
ძალიანაც კარგი მივესალმები ნეის დაბრუნებას ორივე ხელით!!!!
გია1
10:41 29-05-2019
3

სიახლეები პოპულარული