"გარდიანის" ცნობით, "მანჩესტერ სიტიმ" "ბაიერნს" ნახევარმცველი ლეროი სანე 80 მილიონ ევროდ არ მიჰყიდა.
ჯერ უცნობია, შესთავაზებს თუ არა "ბაიერნი" "ქალაქელებს" ტრანსფერში უფრო მეტ თანხას. თუმცა, ამას წინათ მიუნხენური კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თქვა, რომ 80 მილიონზე მეტს არც ერთ ფეხბურთელში არ გადაიხდიან.
"სიტის" არ უნდა სანეს გასხვისება, მაგრამ გუნდის მენეჯერი პეპ გვარდიოლა მის გაყიდვაზე დათანხმდა.
სანემ გასულ სეზონში პრემიერლიგის 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.