საშინელი ამბავი - 35 წლის რეიესი ავტოავარიის შედეგად გარდაიცავალა

AutoSharing Option
"სევილიას", მადრიდის "ატლეტიკოს", ლონდონის "არსენალის", მადრიდის "რეალის", "ბენფიკას", "ესპანიოლისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

ტრაგედია დღეს ქალაქ უტრერიდან გასასვლელ გზაზე მოხდა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

35 წლის რეიესმა 2019 წლის იანვარში ესპანურ კლუბ "ესტრემადურასთან" კონტრაქტი გააფორმა. მანამდე ის ჩინეთში ასპარზობდა.

რეიესის გარდაცვალების შესაეხბ ინფორმაცია "სევილიამ" გაავრცელა, სადაც რეიესმა ევროპის ლიგა სამჯერ (2013/14, 2014/15, 2015/16) მოიგო.

"არსენალთან" ერთად რეიესმა ინგლისის ჩემპიონატი (2003/04) და ინგლისის თასი (2004/05) მოიგო, ხოლო "რეალთან" ესპანეთის ჩემპიონატი (2006/07).

"ატლეტიკოს" რიგებში მან
ევროპის ლიგა ორჯერ (2009/10, 2011/12) მოიგო. ესპანეთის ნაკრებში რეიესმა 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით სამძიმარი უკვე გამოთქვეს "არსენალმა", "ატლეტიკომ", "ესპანიოლმა" და "ბენფიკამ".
მკითხველის კომენტარები / 8 /
აუ რა ცუდი, მართლაც საშინელი ამბავია! ძალიან მეწყინა რეიესის დაღუპვა. ღმერთმა გაანათლოს მისი სული საუკუნო სასუფეველში
qomagi
16:14 01-06-2019
0
ძალიან საწყენია, ღმერთმა ნათელში ამყოფოს! როცა ფორმაში იყო, ძალიან ტექნიკურად და ელეგანტურად თამაშობდა, ულამაზესი გოლები გაჰქონდა, ისეთი მოთამაშე იყო, რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი
llcl
17:38 01-06-2019
0

სიახლეები პოპულარული