237 კმ/სთ სიჩქარე - Mundo Deportivo რეიესის ავარიის დეტალებზე წერს

AutoSharing Option
ავარია, რომელსაც ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი შეეწირა, მაღალმა სიჩქარემ და გახეთქილმა საბურავმა გამოიწვია - ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რეიესის "მერსედესი" ავარიის მომენტში 237 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

საბურავის გახეთქვის შემდეგ მძღოლმა ავტომობილზე კონტროლი დაკარგა, რომელიც გზიდან გადავარდა, რამდენჯერმე ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ხოსე ანტონიო რეიესი ბოლოს ლა ლიგა 2-ის "ექსტრემადურაში" ასპარეზობდა, კარიერის განმავლობაში კი "სევილიაში", ლონდონის "არსენალში", მადრიდის "რეალსა" და მადრიდის "ატლეტიკოში" უთამაშია.

ის პირველი ესპანელია, ვინც პრემიერლიგის მოგება მოახერხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული