რას სჩადის VAR-ი - შვეიცარიის კარში დასადები პენალტი გაუქმდა და პორტუგალიის კარში დაინიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალიისა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩის 55-ე წუთზე უცნაური რამ მოხდა.

მსაჯმა ფელიქს ბრიხმა ფაბიან შერის მიერ ბერნარდუ სილვას წაქცევის გამო თერთმეტმეტრიანი დანიშნა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მომენტი VAR-ზე გადაამოწმა და ჰოი, საოცრებავ - შემოტრიალდა და პენალტი პორტუგალიელთა კარში დანიშნა, რომელიც რიკარდო როდრიგესმა გამოიყენა და ანგარიში 1:1 გახდა.

ბრიხმა ვიდეოგამეორებაზე აღმოაჩინა, რომ სანამ პორტუგალიელები სწრაფ კონტრიერიშს წამოიწყებდნენ, საკუთარ საჯარიმოში თავად დაარღვიეს თამაშის წესები. სავარაუდოდ, მან დაასკვნა, რომ ან პეპემ ითამაშა ხელით და ან ნელსონ სემედუმ სტივენ ცუბერი წააქცია.

თუმცა
შვეიცარიას ამანაც ვერ უშველა და მაინც დამარცხდა - 1:3.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აშკარად ხელით თმაში იყო
იმერელი
14:19 06-06-2019
1
ორივეს გატანაზე თუ ჰქონდა დადებული ფელიქსს მაშინ პენალტია...ყოველშემთხვევაში მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ფელიქსისთვის...კი
batu
10:51 06-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული