Jeune Afrique: პარიზში ფიფას ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

AutoSharing Option
პარიზში ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ახმად ახმადი დააკავეს, რომელიც ასევე აფრიკის კონფედერაციის პრეზიდენტია.

ფუნქციონერი ფრანგულ პოლიციაში კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში დაიბარეს და შემდეგ დააკავეს.

დიდი ალბათობით, საქმე აფრიკის კონფედერაციაში (CAF) ეკიპირების მწარმოებლებთან გარიგებების დარღვევას ეხება. მიმდინარე წლის აპრილში CAF-მა "პუმასთან" ხელშეკრულება გაწყვიტა და თანამშრომლობა ფრანგულ კომპანია Tactical Steel-თან დაიწყო.

ახმადი პარიზში ფიფას კონგრესზე ჩავიდა, სადაც 5 ივნისს ჯანი ინფანტინო პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

მომზადებულია Jeune Afrique-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული