დიეგო მარადონა: არგენტინის ნაკრებს ტონგაც კი მოუგებს

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონამ საკუთარი ქვეყნის ნაკრები გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, არგენტინამ კოპა ამერიკის პირველ შეხვედრაში კოლუმბიის გუნდთან 0:2 წააგო.

"გაიგეთ, ტონგას ნაკრებსაც შეუძლია მოგვიგოს. არსებობს გუნდის პრესტიჟი, რომელიც ჩვენ შევქმენით, როცა ვთამაშობდით... რა დარჩა ამ ყველაფრისაგან? ეროვნული გუნდის მაისური საკუთარი დედასავით უნდა გიყვარდეს", - გადმოსცემს მარადონას სიტყვებს TyC Sports-ი.

ტონგა წყნარ ოკეანეში მდებარე ქვეყანაა, პოლინეზიასთან ახლოს. ტონგა 177 კუნძულისგან შემდგარ არქიპელაგზეა განლაგებული.

ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 100 000 ადამიანია. "ფიფა/კოკა-კოლას" რეიტინგში ტონგას 211 გუნდიდან 202-ე ადგილი უკავია. თუმცა საქართველოში ტონგას უფრო
რაგბის სამყაროდან ვიცნობთ. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები რამდენჯერმე შეხვდა ტონგელთა გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვინც მესის ამჯობინებს მარადონას ასე მგონია მარადონას თამაში არ უნახავს ან ფეხბურთი ეჯავრება,! როგორც ნაკრები არგენტინას არასდროს არ ჰყოლია ძლიერი და არც არასდროს ეკუთვნოდა ჩემპიონობა, მაგრამ 86-ში მარადონამ ეს მოახერხა. 78-ში ნურავინ შემეკამათება, ყველამ ვიცით პერუსთან 6-0.თვითონ არგენტინელებმაც აღიარეს. და კიდევ მარადონა ნაკრებში ისეთი თავდადებით თამაშობდა რომ გეგონებოდა ბოლოჯერ თამაშობსო. მესის მონდომება ნაკრებში მე ვერ ვნახე. ვინმე ხედავთ?
დავით 67
05:24 21-06-2019
5
პირადად მე მისი თამაში უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე მესის. სიძლიერის მიხედვით ასე დავალაგებდი: 1.მარადონა, 2.რონალდინიო 3.მესი
გიო
14:39 18-06-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული