დიეგო მარადონა: არგენტინის ნაკრებს ტონგაც კი მოუგებს

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონამ საკუთარი ქვეყნის ნაკრები გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, არგენტინამ კოპა ამერიკის პირველ შეხვედრაში კოლუმბიის გუნდთან 0:2 წააგო.

"გაიგეთ, ტონგას ნაკრებსაც შეუძლია მოგვიგოს. არსებობს გუნდის პრესტიჟი, რომელიც ჩვენ შევქმენით, როცა ვთამაშობდით... რა დარჩა ამ ყველაფრისაგან? ეროვნული გუნდის მაისური საკუთარი დედასავით უნდა გიყვარდეს", - გადმოსცემს მარადონას სიტყვებს TyC Sports-ი.

ტონგა წყნარ ოკეანეში მდებარე ქვეყანაა, პოლინეზიასთან ახლოს. ტონგა 177 კუნძულისგან შემდგარ არქიპელაგზეა განლაგებული.

ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 100 000 ადამიანია. "ფიფა/კოკა-კოლას" რეიტინგში ტონგას 211 გუნდიდან 202-ე ადგილი უკავია. თუმცა საქართველოში ტონგას უფრო
რაგბის სამყაროდან ვიცნობთ. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები რამდენჯერმე შეხვდა ტონგელთა გუნდს.