კოპა ამერიკა: ბრაზილიას 3 გოლი არ ჩაუთვალეს და ვერ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
19 ივნისს კოპა ამერიკის A ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართა.

ტურნირის მასპინძელი ბრაზილია ვენესუელას შეხვდა და ფრედ, 0:0 ითამაშა, თუმცა მსაჯმა ვენესუელის კარში გატანილი 3 გოლი გააუქმა. პერუმ კი ბოლივიას ანგარიშით 3:1 მოუგო.

"სელესაოს" მთელი მატჩის განმავლობაში ჰქონდა უპირატესობა. პირველი სახიფათო მომენტი დავიდ ნერეშს ჰქონდა მე-15 წუთზე, თუმცა ააცილა. მე-18 წუთზე კი ვენესუელელთა ფორვარდ სალომონ რონდონს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა მანაც ვერ დაარტყა ზუსტად. 39-ე წუთზე დანი ალვეშის ჩაწოდებული ფირმინომ საჯარიმოში მიიღო, შემოტრიალ
და და აუღებლად დაურტყა ფარინესს, თუმცა შემოტრიალებისას მცველზე დაჯარიმდა და გოლიც გაუქმდა.

მე-60 წუთზე ბრაზილიამ ისევ გაიტანა. გაბრიელ ჟეზუშმა რიშარლისონის პასით გაიტანა, თუმცა გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ რიშარლისონი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. თუმცა, ეს არ ყოფილა ბოლო გაუქმებული გოლი შეხვედრაში.

87-ე წუთზე შეხვედრის ჩილელმა მთავარმა მსაჯმა ბასკუნანმა ბრაზილიას მე-3 გოლი გაუუქმა.

ამჯერად გოლი ფელიპე კოუტინიომ გაიტანა, თუმცა ევერტონზე ისევ თამაშგარე დაფიქსირდა.

მატჩის მე-100 წუთზე გოლის გატანა ევერტონს შეეძლო, თუმცა მისი თავური მცირე მანძილით
ასცდა ვენესუელელების კარს და შეხვედრაც უგოლო ფრით დასრულდა.

ბრაზილია, სალვადორი, "არენა ფონტე ნოვა"
ბრაზილია-ვენესუელა 0:0

ბრაზილია: ალისონი, დანი ალვეში, ფილიპე ლუისი, ტიაგო სილვა, მარიკინიოსი, ფილიპე კოუტინიო, კაზემირო(ფერნანდინიო, 57), არტური, რობერტო ფირმინო, რიშარლისონი(გაბრიელ ჟეზუში, 46), დავიდ ნერეში(ევერტონი, 72)

ვენესუელა: ფარინესი, როსალესი, ვილიანუევა, ოსორიო, ერნანდესი, რინკონი, მურილიო, მორენო, ერერა(სოტელდო, 66), რონდონი(ფიგეროა, 76), მაჩისი(მარტინესი, 85)


ბოლივიასა და პერუს შეხვედრაში ანგარიში ბოლივიელებმა გახსნეს. 28-ე წუთზე პენალტი ზუსტად მარსელო მარტინსმა შეასრულა - 0:1.

45-ე წუთზე მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ფორვარდმა პაოლო გერერომ ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

55-ე წუთზე პერუ წინ გავიდა. ჯეფერსონ ფარფანმა თავით გაიტანა - 1:2.

მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში ედისონ ფლორესმა დააფიქსირა - 1:3.

ბრაზილია, რიო დე ჟანეირო, "მარაკანა"
ბოლივია-პერუ 1:3
გოლები: 0:1 მარტინსი (28), 1:1 გერერო(45), 1:2 ფარფანი (55), 1:3 ფლორესი (90+6)

ბოლივია: ლამპე, მ. ბეხარანო, საავედრა(ვაკა, 73), ჰუაკინი, ჩუმასერო, საუსედო(ფერნანდესი, 71), დ. ბეხარანო, ხასტინიანო, კასტრო(ალვარესი, 80), ხუსინო, მარტინსი

პერუ: გალესე, ზამბრანო(არაუხო, 85), ადვინკულა, ტრაუკო, აბრამი, ფარფანი, იოტუნი, კუევა(ფლორესი, 79) , ტაპია, გერერო(გონსალესი, 90+3), პოლო


აღნიშნული შეხვედრების შემდეგ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს პერუ და ბრაზილია იკავებენ 4-4 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ტოტალიზატორები მაგრად მუშაობს....
12
19 ივნისი 2019 12:22
0
როცა მსაჯს 0-0 ზე აქვს დადებული
დუდუ
19 ივნისი 2019 14:09
0
მაგ ჩილელი მსაჯის დედაც ჯეკ. რააა. ბრაზილიას რას ვჩივი რა გარანტირებული მოგება ამომაცალა ჯიბიდან, საქონელი ტიტე ასე უაზროდ არგენტინაც კი არ თმაშობს
იმერელი
19 ივნისი 2019 11:10
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული