ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეტოქეს ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ბელორუსის ნაკრები ადგილობრივ სპეციალისტს, მიხაილ მარხელს ჩააბარეს.

52 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 1997 წელს დაიწყო. ბელორუსის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები 2-ჯერ გაიყვანა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში.

2011 წელს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასისტენტად დაინიშნა და დაეხმარა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში. 2012 წელს ბელორუსის ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო და გუნდთან ერთად ლონდონის ოლიმპიადაზე წარდგა.

2019 წელს მარხელი ბელორუსის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა
1 შეხვედრა ჩაატარა და გიბრალტარს 10:0 მოუგო. ეს არის ბელორუსის სანაკრებო ფეხბურთს ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა მწვრთნელის შეცვლა არ შეიძლება ეხლაო და ამ მოტივით უნდა ვაცალოთ ვაისსო,ბარემ ბოლომდე მოგვტეხოს კისერიო. თურმე შენაძლება შედეგების არ მქონე მწვრთნელის შეცვლა ,საპასუხისმგებლო მატჩამდე 9 თვით ადრე.ნეტა თუ არ ცხვენია იმ ჟურნალისტებსა და სპეციალისტებს ვინც ვაისის დარჩენას დაუჭირეს მხარი. სექტემბერში დანია 3-0- ს თბილისშიც რომ მოგვიგებს,ნეტა მერეც თუ დაუჭერთ მხარს მის დატოვებას.
mamulo
17:22 20-06-2019
3

სიახლეები პოპულარული