საქართველოს ნაკრების მეტოქეს ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ბელორუსის ნაკრები ადგილობრივ სპეციალისტს, მიხაილ მარხელს ჩააბარეს.
52 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 1997 წელს დაიწყო. ბელორუსის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები 2-ჯერ გაიყვანა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში.
2011 წელს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასისტენტად დაინიშნა და დაეხმარა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში. 2012 წელს ბელორუსის ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო და გუნდთან ერთად ლონდონის ოლიმპიადაზე წარდგა.
2019 წელს მარხელი ბელორუსის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა