კოპა ამერიკაზე ურუგვაის ნაკრები იაპონიას დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ურუგვაისა და იაპონიის ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

ნახევარმცველმა კოჯი მიესიმ ორჯერ დააწინაურა იაპონელები და ურუგვაიმ ორივეჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.

ურუგვაი 2 ტურის შემდეგ C ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილზეა, იაპონია კი - 1 ქულით უკანასკნელ, მეოთხეზე. გალიდერება ჩილეს შეუძლია, რომელიც 22 ივნისს ეკვადორს შეხვდება.

პორტუ-ალეგრი. "გრემიო"
ურუგვაი - იაპონია 2:2
გოლები: 0:1 მიესი (25), 1:1 სუარესი (32, პენ), მიესი (59), 2:2 ხიმენესი (66)

ურუგვაი: მუსლერა, ხიმენესი, გოდინი, კასერესი, ბეტანკური, ლაქსალტი (გონსალესი 28), ტორეირა,
ნანდესი (დე არასკაეტა 60), ლოდეირო (ვალვერდე 73), კავანი, სუარესი

იაპონია: კავასიმა, ტომიასუ, უედა, იტაკურა, ივატა (ტატსუტა 87), მიესი (კუბო 83), ნაკაძიმა, აბე (უედა 67), სიბასაკი, სუგიოკა, ოკაზაკი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული