იტალიაში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობზე ესპანეთმა გერმანიას 2:1 მოუგო და მეხუთედ გახდა ჩემპიონი.
აქამდე რეკორდსმენი ხუთი მოპოვებული ჩემპიონობით იტალია იყო, ახლა კი ესპანეთი გაუთანაბრდა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელთა ნახევარმცველი ფაბიან რუისი (ნაპოლი), ხოლო ფინალის საუკეთესო მოთამაშედ მისი თანაგუნდელი დანი ოლმო აღიარეს.
უდინე. "ფრიული". 23 232 მაყურებელი
ესპანეთი - გერმანია 2:1
გოლები: 1:0 ფაბიან რუისი (7), 2:0 ოლმო (69), 2:1 ამირი (88)
ესპანეთი: სივერა, ფირპო, ნუნიესი, აგირეგაბირია, ვალეხო, სებალიოსი, ფორნალსი (მაიორალი 72), მარკ როკა, ოლმო, ოიარასაბალი (სოლერი 55), ფაბიან რუისი (მერინო 78)
გერმანია: ნიუბელი, კლოსტერმანი, ტა, ჰენრიქსი, ბაუმგარტლი, სერდარი (ნოიჰაუსი 61), დაუდი, ამირი, ეგეშტაინი (ნმეჩა 79), ოზტუნალი (რიხტერი 73), ვალდშმიდტი